DUDIT-ი აფასებს თქვენს მიერ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ შესაძლო პრობლემებსა და ზიანს. თქვენ აგრეთვე მიიღებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვის შეიძლება მიმართოთ დახმარების და მხარდაჭერისთვის იმ შემთხვევაში, თუ გსურთ შეამციროთ ან შეწყვიტოთ ნარკოტიკების მოხმარება.
ტესტი შედგება 11 კითხვისგან, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას ეხება. ტესტი ასევე გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი და ასაკი. გთხოვთ, კითხვებს უპასუხოთ მაქსიმალურად სწორედ და გულწრფელად - სხვა შემთხვევაში ტესტის შევსების შედეგად მიღებულ უკუკავშირს თქვენთვის აზრი არ ექნება. მეორე გვერდზე თქვენ 9 დამატებით ნებაყოფლობით კითხვას ნახავთ.
თქვენი პასუხები შეინახება მონაცემთა საერთო ბაზაში მხოლოდ ზოგადი სტატისტიკური დამუშავებისთვის. არანაირი პირადი ინფორმაცია არ შეინახება და თქვენი პასუხების მიხედვით თქვენი იდენტიფიცირება შესაძლებელი არ იქნება.
DUDIT-ი არის მეცნიერულად სარწმუნო (ვალიდური) ტესტი და მას ბევრი პროფესიონალი კონსულტანტი იყენებს წლების განმავლობაში.